ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში მხარდაჭერა არ ჰქონდა იმ ცვლილებებს, რომლებიც აბსურდულად ჟღერდა-კახა კუჭავა

ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში მხარდაჭერა არ ჰქონდა იმ ცვლილებებს, რომლებიც აბსურდულად ჟღერდა-კახა კუჭავა

კახა კუჭავა აცხადებს, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციაში, იყო ხშირ შემთხვევაში აბსურდული ცვლილებები, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, რეზოლუცია შესწორებების გარეშეც ძალიან კრიტიკული იყო.

„ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე – იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს, გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთნ დაკავშირებით. ის, რომ განწყობები არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, რომ არჩევნებზე მტკიცებულებები მივაწოდოთ, და მეორე – მივიღოთ კრიტიკული შენიშვნები მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ვამბობ, რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მსგავსი პოსტები