„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის  ნაკრები  დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები” ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 23:5 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა. 

მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

მსგავსი პოსტები