გასაყიდ ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება

გასაყიდ ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი იქნება, რომელიც „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

პროექტი ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2017 წლიდან საქართველო შეუერთდა „ენერგეტიკულ გაერთიანებას“ და ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია სავალდებულო გახდა.

მსგავსი პოსტები