გიორგი რურუას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

გიორგი რურუას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი რურუას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა. თავად გიორგი რურუას ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ.

რურუას ადვოკატების განცხადებით, გიორგი რურუა თვითონ არის დანაშაულის მსხვერპლი. მათი თქმით, საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნებითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ პოლიციელები რურუას საკნიდან პირად ნივთებს იპარავენ და ნივთმტკიცებების ფალსიფიცირებას ახდენენ. 

გიორგი რურუას საქმეზე შემდეგი პროცესი 10 თებერვალს გაიმართება. 

მსგავსი პოსტები