დღეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება

დღეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება

დღეს, წლის მთავარი ღვინის ფესტივალი – „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ შარდენზე გაიმართება.

„მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12:00-დან 19:00 საათამდე, შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობის მიიღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს გართობას.

ფესტივალს 12:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის და ამის შემდეგ სცენას ანსამბლი „შვიდკაცა“ დაიკავებს. სასცენო პროგრამა სამ ეტაპად დაიყოფა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდება ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: თორდა, ადილეი, მარუა, რანინა და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენას დაიკავებენ ისეთ ბენდები როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.

მსგავსი პოსტები