კალაძე ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს

კალაძე ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს

კახა კალაძე ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა სტრასბურგში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავებას დიალოგის ჩაშლის საბაბად იყენებს. 

„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ისევ ცდილობს უგულავას საქმე გამოიყენოს და თქვან რომ თითქოს ამის გამო არ სხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი ქვეყნის ყველა კეთილმოსურნე, მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ. ევროპარლამენტარებს პირდაპირ უჭირთ საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ სისტემაზე უნდა გადავიდეს ქვეყანა. ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი. მათ მოწოდებას დიალოგისკენ ვისმენთ და ხელისუფლება მზადყოფნას აცხადებს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი პოსტები