კალაძე: უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ჩვენ შევთავაზეთ საქართველოში ევროპარლამენტარების მისიის გამოგზავნა

კალაძე: უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ჩვენ შევთავაზეთ საქართველოში ევროპარლამენტარების მისიის გამოგზავნა

მმართველი გუნდი გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტარების მისიას საქართველოში ეპატიჟება. ამის შესახებ თბილისის მერმა Twitter-ზე დაწერა

„როგორც მედიასთან აღვნიშნე, მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრი ევროპარლამენტარებისთვის უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ჩვენ შევთავაზეთ საქართველოში ევროპარლამენტარების მისიის გამოგზავნა, რათა ამ სისხლის სამართლის საქმის არსისა და პროცედურული მხარის შესწავლა და შეფასება მოხდეს სრული სიცხადის უზრუნველსაყოფად“, – წერს კალაძე.

მსგავსი პოსტები