ლოს-ანჯელესში საქართველოს კანდიდატი ფილმის – „შინდისის“ ჩვენება გაიმართა

ლოს-ანჯელესში საქართველოს კანდიდატი ფილმის – „შინდისის“ ჩვენება გაიმართა

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში – #TheWrapScreeningSeries, ლოს-ანჯელესში საქართველოს კანდიდატი ფილმის – „შინდისის“ ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ჩვენებას ამერიკის კინოაკადემიის წევრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენების დასრულების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში ფილმის რეჟისორ დიმიტრი ცინცაძესთან და პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასთან გაიმართა.

„შინდისის“ მორიგი ჩვენებები 7 და 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„შინდისი” 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.

მსგავსი პოსტები