მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ-შვედურმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მორიგი ჯილდო მოიპოვა

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ-შვედურმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მორიგი ჯილდო მოიპოვა

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:

საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“;
საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

მინსკის რიგით ოცდამეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.

მსგავსი პოსტები