ნოემბერში,კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 140.4 მლნ ლარით გაიზარდა

ნოემბერში,კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 140.4 მლნ ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 140.4 მლნ ლარით, 0.3 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი დეკემბრისთვის 46.5 მლრდ ლარი შეადგინა, – აღნიშნულ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 0.2 პროცენტია.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი; მათ შორის, 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით

მსგავსი პოსტები