საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ამაღამ თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ამაღამ თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

 მერიის ინფორმაციით, ამაღამ დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებები მონტაჟდება, რის გამოც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. 

“დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან – გიორგი მინდელის ხიდამდე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები