სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ჰუმანიტარულ საკითხებს ზეწოლის მექანიზმად იყენებენ-ლაშა დარსალია

სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ჰუმანიტარულ საკითხებს ზეწოლის მექანიზმად იყენებენ-ლაშა დარსალია

„სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა საკითხებს ზეწოლის მექანიზმად იყენებენ“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს გადასასვლელების დაკეტვა, ეს კი მოსახლეობას აგდებს მძიმე მდგომარეობაში.

„ჩვენ თავიდანვე ჩავრთეთ ჩვენი პარტნიორები და კონსულტაციები გვქონდა ყველა დონეზე, რაც გამოიხატა ბოლო ვიზიტის დროს, თანათავმჯდომარეების მიერ საკითხების წამოჭრაში. 

სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანის უფლებათა საკითხები, ასევე, ჰუმანიტარული საკითხები რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ, რაც ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ახალგორთან ე.წ გამშვები პუნქტის გახსნაზე ცხინვალში ისაუბრეს.  

ჟენევის საერთაშორიო დისკუსიების თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წარმომადგენელი, ტოივო კლაარი საჭიროდ მიიჩნევს ე.წ გამშვები პუნქტების გახსნას. მისი განცხადებით, რიგგარეშე ვიზიტი ცხინვალში გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. ცხინვალში გამართული შეხვედრის შესახებ ტოივო კლაარმა Twitter-ზეც დაწერა

მსგავსი პოსტები