საქართველოს ბიზნესასოციაციას 10 წელი შეუსრულდა

საქართველოს ბიზნესასოციაციას 10 წელი შეუსრულდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) 10 წლის გახდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაგეგემილია ღონისძიებების ციკლი, რომელთა ფარგლებშიც BAG-ი 10 წლის საქმიანობის ანგარიშს ასოციაციის წევრებს, სამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს წარუდგენს.

ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი, რადგანაც საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ბიზნესგაერთიანებაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ამ წლების განმავლობაში მრავალ გამოწვევას გაუძლო და ჩამოყალიბდა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს არხად. BAG-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და ჩვენი წევრი კომპანიების ობიექტური და სამართლიანი ბიზნეს ინტერესების ადვოკატირება. ჩვენ ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ასოციაციის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მსგავსი პოსტები