ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ გაიმარჯვა

ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინმა სეკივაკე ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა მეტოქე ძირს დააგდო და 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

გორგაძის ანგარიშზე ათი ორთაბრძოლის შემდეგ ხუთი მოგება და ხუთი წაგებაა.

32 წლის ქართველი სუმოისტის მეტოქე ხვალ, აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა, ოკინოუმი იქნება.

მსგავსი პოსტები