ქართველი სპორტსმენები, რომლებიც 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, დააჯილდოვეს

ქართველი სპორტსმენები, რომლებიც 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, დააჯილდოვეს

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა.

ღონისძიება, რომელზეც წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენს ქვეყანას 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. წელს კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა  ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.  გამოვლინდენ საუკეთესოები 11 ნომინაციაში და  ცხრა სპეციალური პრიზი გაიცა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – უპრეცენდენტო შემთხვევა – ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე.

2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთის ეროვნული გუნდი.

2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური.

2019 წლის საუკეთესო რეგიონი – აჭარა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი.

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია.

2019 წლის საუკეთესო ნაკრები ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

2019 წლის საუკეთესო წლის საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი.

2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე.

2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი და რევაზ ჩიკოიძე.

2019 წლის აღმოჩენა – მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი.

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე.

2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი.

საუკუნის მოვლენა ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე.

მსგავსი პოსტები