ქუთაისში დიდთოვლობის შედეგად ხეები წაიქცა

ქუთაისში დიდთოვლობის შედეგად ხეები წაიქცა

ქუთაისში, დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე, დიდთოვლობის შედეგად ხეები წაიქცა. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი ტექნიკით „სპეციალური სერვისების“, სამაშველო და ზედამხედველობის სამსახურების წარმომდგენლები მუშაობენ. მათთან ერთად იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. 

„ამ წუთებში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილზე ხე და განათების ბოძია წაქცეული. პარალელურ რეჟიმში მერიის თანამშრომლები მუშაობენ. კერძოდ, ოთხი თოვლმწმენდი მანქანა მუშაობს. ასევ არის გაზის მიწოდების პრობლემა. ავარია აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე 12 ათასი აბონენტის ქსელში ჩართვა დასრულდა. დღის ბოლომდე გაზის მიწოდების პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება. პარალელურად, პრობლემები შეექმნა „ენერგოპროსაც“. ყველა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი პოსტები