შშმ ქალის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

შშმ ქალის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 65 წლამდე კაცს ბრალი ზუგდიდის პოლიციაში წაუყენეს. სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული კაცი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 ადამიანი.

მსგავსი პოსტები