ჩინეთში, ერთ დღეში 15 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ჩინეთში, ერთ დღეში 15 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

გასულ ერთ დღეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. პირველი შემთხვევაა, როცა ერთ დღეში ვირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. დაავდებულთა რიცხვმა 15660 შეადგინა.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ფიქსირდება.

უახლესი მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით 1369 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6122 გამოჯანმრთელდა. სულ დაინფიცირებულთა რიცხვი 60 347 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი პოსტები