ჩინეთში   კორონავირუსით კიდევ 121 ადამიანი გარდაიცვალა და 5090 დაავადდა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 121 ადამიანი გარდაიცვალა და 5090 დაავადდა

ახალი  კორონავირუსით ჩინეთში კიდევ 121 ადამიანი გარდაიცვალა და 5090 დაავადდა. ოფიციალურ მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი აქვეყნებს.

საერთო ჯამში კორორავირუსით, სულ 1383 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულების რაოდენობამ 64,435-ს მიაღწია. 

ამასთან,  კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ იაპონიაშიც დაფიქსირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 25-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის  585 შემთხვევაა დადასტურებული.

ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები