12 ოქტომბერს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“  გაიმართება

12 ოქტომბერს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ გაიმართება

12 ოქტომბერს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში, შარდენზე – სიონის ქუჩაზე, წიგნის „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა 13:00 საათზე, გაიმართება.

მათივე ცნობით, „ღვინის სიყვარულით“ ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია. „ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოგვითხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ელის ფეირინგის ერთი მშვენიერი წიგნი ღვინის შესახებ უკვე არსებობს ქართულად, მაგრამ წიგნი, რომელსაც ახლა უნდა გაეცნოს ქართველი მკითხველი, ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც ნამდვილი ღვინო უყვარს“, – აცხადებს მწერალი დათო ტურაშვილი.

„პალიტრა L-ის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე წიგნს წარადგენენ: მთარგმნელი, ნათია მენაბდე და პროექტის მენეჯერი, ანა კოპაძე.

მსგავსი პოსტები