ექსკლუზივი – მოძრაობა ”გაბედემ” ჩაილურის წყალი დალია

ექსკლუზივი – მოძრაობა ”გაბედემ” ჩაილურის წყალი დალია

როგორც მოგეხსენებათ, მოძრაობა ”გაბედე” პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ შეიქმნა და საზოგადოებას თავი მეტად პროვინციული პერფომანსებით დაამახსოვრა. მოძრაობის ლიდერი ყველასათვის ცნობილი შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი გახლდათ, რომელიც გამოირჩეოდა რუსეთში აქტიური მოღვაწეობით, იგი მოსკოვში აზიის პოლიტიკური პარტიების შეკრებაზე ერთ-ერთ სპიკერად მოგვევლინა და მისი ხელმოწერა ამ კონფერენციის მიერ დიმიტრი მედვედევისადმი მადლობის წერილს ”ამშვენებს”

ახლა რაც შეეხება მთავარს, ”მთავარი ამბებისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბექა ნათელაშვილმა მოძრაობა ”გაბედე” საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლა და ბავშვობის მეგობრებს ლეიბორისტების პარტიულ სიაში ყოფნა ამჯობინა.

ამან სხვა ”გულანთებულ” ახალგაზრდებში პროტესტი გამოიწვია და მოძრაობა ”გაბედე” დაიშალა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია , მოძრაობა ”გაბედე” ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას, დავით ჭიჭინაძის, ალეკო ელისაშვილის რეკომენდაციაგაწეულმა კადრებმა დატოვეს, მათ შორის – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაკავებულმა პოლიტპატიმრებმა.

დარჩენილმა ლეიბორისტებმა, რათა სახელის ირგვლივ დავა საჯარო არ გამხდარიყო, შექმნეს ორგანიზაცია ”სმარტ თაობა” , რომელიც ”ლეიბორისტული პარტის” პარტიულ აქტივსა და სხვა გზააბნეულ ახალგაზრდებს წარმოადგენს.

მოამზადა – ”მთავარი ამბები”

მსგავსი სიახლეები