მარნეულში შემავალი და გამავალი  სამხედრო მანქანები ხსნარებით მუშავდება

მარნეულში შემავალი და გამავალი სამხედრო მანქანები ხსნარებით მუშავდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვულ ინფექციურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ჩაატარებს.

კორონავირუსის საპრევენციო სამუშაოების ჩატარების ფარგლებში, აღმოსავლეთსარდლობის ტექნიკა მარნეულში გვიან ღამით შევიდა. ბრიგადამ საკონტროლო გამშვები პუნქტი ხუთ ლოკაციაზე მოაწყო. ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

მსგავსი სიახლეები