რა შეზღუდვებს ითვალისწინებს კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში – პრემიერის განცხადება

რა შეზღუდვებს ითვალისწინებს კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში – პრემიერის განცხადება

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა შეზღუდვებს ითვალისწინებს კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში.

„დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს: დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები