გრიგოლ ვაშაძე მზადაა ხელისუფლებას დაეხმაროს

გრიგოლ ვაშაძე მზადაა ხელისუფლებას დაეხმაროს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიაში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც ხელისუფლებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში დაეხმარება.

„ჩვენი სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. განსაკუთრებით მარნეულის ინციდენტის შემდეგ. დღეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის საჭიროა მთლიანად ერის გაერთიანება, სოლიდარობა და თანადგომა. ამის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ დავძლევთ. ამიტომ, მინდა განვაცხადო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ხელისუფლების ყველა წინმსწრებ, მკაცრ და გონივრულ ნაბიჯს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს ხელისუფლების საგანგებო უფლებამოსილებას და საგანგებო პასუხისმგებლობას. ამიტომ, წინმსრები, ძალიან კარგად მოფიქრებული, მაგრამ მკაცრი ზომები დღეს აუცილებელია”,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები