COVID 19 ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდასტურდა – მედიკოსი პაციენტებს იღებდა და კონტაქტი ჰქონდა კლინიკის დაახლოებით 136-თანამშრომელთან

COVID 19 ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდასტურდა – მედიკოსი პაციენტებს იღებდა და კონტაქტი ჰქონდა კლინიკის დაახლოებით 136-თანამშრომელთან

მთავარი არხის” ინფორმაციით, COVID-19 ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდასტურდა. აღნიშნული შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. ამერიკიდან დაბრუნებული ექიმი 2-დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს იღებდა. ულტრასონოგრაფისტს კონტაქტი ჰქონდა ამავე კლინიკის დაახლოებით 136-თანამშრონელთან. კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ექიმი ამერიკიდან 14-მარტს დაბრუნდა და მათი განმარტებით, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილება იმის ტაობაზე, რომ ამერიკიდან დაბრუნებული ადამიანები თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადასულიყვნენ. მას შემდეგ რაც იგი სამსახურში მივიდა კლინიკის პერსონალმა, თანამშრომლებმა არ მისცეს რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თვითიზოლაციაში წასულიყო. კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ კავშირი ჰგონდათ პაატა იმნაძესთან და ლუგარის ლაბორატიასთან და განაცხადეს, რომ საავადმყოფოს დახურვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. 
“მას კონტაქტი ჩამოსვლიდან მეორე დღეს ჰქონდა და ეს კონტაქტი, არ ჰქონდა ეს კონტაკტები დაავადების გამოვლენის წინა დღეს, ამიტომ ეს ნაკლებად უნდა ყოფილიყო გადამდები” – აცხადებს ინფექციურის ბოქსირებული განყოფილებების უფროსი მარინა ენდელაძე.

მსგავსი სიახლეები