64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრედ წოდებულ გვირაბში 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი გამოავლინა. ხორცი სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

შემოწმების შემდეგ, სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მსგავსი სიახლეები