განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

განათლების სამინისტრო კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მშობლებს რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოხატონ უიმედობა. უწყება მშობლებს ურჩევს შეადგინონ კვირის გეგმა, გაუწერონ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრონ შესვენების დროც.

“ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით. ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა – მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები