რა ხდება რუსეთში?! – მალავს თუ არა კრემლი კორონავირუსის ეპიდემიას?!

რა ხდება რუსეთში?! – მალავს თუ არა კრემლი კორონავირუსის ეპიდემიას?!

რუსეთმა დაახლოებით 160 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარა კორონავირუსის დასადგენი ტესტი. ჩატარებული ტესტირების რიცხვით რუსეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა გამოვლენილი კოვიდ-19 შემთხვევები მოსახლეობის და ჩატარებული ტესტების გათვალისწინებით, ძალიან ცოტაა – 145 მილიონ მოსახლეზე 500-მდე ინფიცირებული. რუსეთი ჩინეთის მეზობელია, ახლო ურთიერთობები აქვს ირანთან და საკმაოდ დიდია იტალიაში რუსი ტურისტების მიმოსვლა. მარტის თვეშიც რამდენიმე მიმართულებით ხორციელდებოდა ფრენები, სანამ არ აიკრძალა.
როგორც ყოველთვის, რუსეთში ყველაფერი გაცილებით რთულად და არეულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

უკვე 21 იანვარს ციმბირის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „ვექტორმა“ პირველი კორონავირუსის დამდგენი ტესტი შექმნა და დაარეგისტრირა. მალევე ჩაიკეტა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი. აშენდა საავადმყოფო, ხდებოდა აეროპორტშივე შემოსული მგზავრების გასინჯვა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო.
მსოფლიო პრესაში, ისევე, როგორც რუსულში ვექტორის მიერ რუსეთში წარმოებულ კორონავირუსის დასადგენ ტესტებზე და მის უზუსტობაზე აქტიურად წერენ.

მსგავსი სიახლეები