საქართველოში კორონავირუსისგან მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი უკვე ათმა ადამიანმა დაამარცხა. ამის შესახებ 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამგანუცხადა. მისი თქმით, პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ამ 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა კლინიკა დატოვა ეტაპურად მიღებული პასუხის მიღების შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე ამ 42-დან 32 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები