თბილისში კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ბაიკერები გამოჩნდნენ

თბილისში კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ბაიკერები გამოჩნდნენ

დღეს, როცა მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის, საქართველოც გამონაკლისო არ არის. ჩვენი პატარა ქვეყანა ბევრ, დიდ, წარმატებულ და განვითარებულ ევროპის ქვეყანაზე უკეთ უმკლავდება პანდემიას. ყველას თავისი წვლილი შეაქვს ამ ბრძოლაში. ბიზნესმენები ფულს რიცხავენ საჭიროემისამებრ, კომპანიები რესურსით ეხმარებიან ქვეყანას. უბრალო ადამიანებმა კი მოხალისეობა დაიწყეს იმისთვის, რომ ერთმანეთს გადაატანინონ რთული და მძიმე პერიოდი. დღეს მოხალისეების ჯგუფს ქართველი მოტომაყვარულები შეუერთდნენ და სურთ ადამიანების გადარჩენასა და დახმარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ძალიან ემოციურია ახალგაზრდების ყურება, რომლებიც მზად არიან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაეხმარონ მათ ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

მსგავსი სიახლეები