რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 182-ით გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 182-ით გაიზარდა

ახალი კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 840-მდე გაიზარდა.

გუშინ 25 მარტს მოსკოვში კორონავირუსით პირველი ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.

გარდაცვლილები 88 და 73 წლის პაციენტები არიან, რომელთაც პნევმონია და სხვა პათოლოგიებიც აღენიშნებათ.

მსგავსი სიახლეები