ბოლო ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია

ბოლო ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება 15 მარტიდან არ დაფიქსირებულა.

სპეციალისტები აღნიშნულს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ფრენების აკრძალვას, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას, ასევე ქალაქებში ავტომანქანების შემცირებულ რაოდენობას უკავშირებენ.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ყველაზე მკვეთრად ჰაერში აზოტისოჟანგის შემცვლელობაა შემცირებული.

ნოე მეგრელიშვილის თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტით, აზოტისოჟანგისთვის წლიური ნორმა არის 40 მიკრო გრამი/ მეტრ კუბში, დღეს კი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სადგურზე ეს მონაცემი საშუალოდ 25-30-ის ფარგლებში ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები