ვატო გელაშვილი ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულების გათავისუფლებას ითხოვს

ვატო გელაშვილი ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულების გათავისუფლებას ითხოვს

ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს მათ შორის ფინანსური მაქინაციების და ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულების- “დაახლოებით 10 000 პატიმარი ზის ციხეებში. რომლითა გამოკვება და შენახვა დღეში დაახლოებით 10 ლარი გვიჯდება. 5 000 ამდე პატიმარით რომ შემცირდეს. 2 თვეში ანუ 60 დღეში. 3 00 000 000 ლარს დავზოგავთ, რომელსაც სხვა გაჭირვებულ ოჯახებს ან კორონასთან ბრძოლას შეგვიძლია მოვახმაროთ.
ოღონდ რა თქმა უნდა მსუბუქი დანაშაულისთვის ვინც იხდის სასჯელს და მათ ვისაც 1 წელი აქვს დარჩენილი.
ოჯახური კონფლიქტების გამო ზის დაახლოებით 2000 კაცზე მეტი რომელსაც მინიმალური ვადები აქვთ მისჯილი, ასევე ფინანსურ დანაშაულზე რომელიც არაა განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის. ასევე პოლიტდევნილები .”-წერს ვატო გელაშვილი

შეგახსენებთ, რომ ვატო გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დროს იქნა გასართლებული და მაშინდელი ციხე მისთვის მისაღები აღმოჩნდა, რამდენჯერმა გააჟღერა კიდეც, რომ პატიმრები რომლებიც აწამეს “საცემები იყვნენ”.ახლა პატიმრებზე ზრუნვა ცოტა ქულების დაწერის მცდელობას წააგავს.

მსგავსი სიახლეები