28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება

28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება

28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. პარკის ადმინისტრაციის თქმით, ამ დღისთვის სხვადასხვა მიმართულების სივრცე, მათ შორის სპორტის, განათლების, გართობისა და საბავშვო სტარტაპების ზონა მოეწყობა. 

ფესტივალში  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას და, შესაბამისად, სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები.

მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან სტუმრებს საჩუქარი ელოდებათ, ისინი ულიმიტოდ საბავშვო ატრაქციონების ზონით – 17 ლარად ისარგებლებენ.

ფესტივალი უკვე მეორედ, თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი პოსტები